Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოლკლორის მუდმივმოქმედი სემინარი და უნგრული ფილმის კლუბი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა და უნგრული ენისა და კულტურის მოწვეულ ლექტორთა ქსელი ფოლკლორის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში  ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, გამართავს უნგრული ანიმაციური ფილმის ჩვენებას. რეჟისორ ბელა ტერნოვსკის და სცენარისტ იოზეფ ნეპის „კატების ქალაქი“ (1986) სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმისა და განგსტერული კომედიის პაროდიაა, რომელშიც მოქმედება ხდება ანთროპომორფული ცხოველების სამყაროში. ფილმმა დაიმსახურა 59 პრემია და დღემდე რჩება ევროპის ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ კომედიად.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179 თბილისი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 

თარიღი: 06/11/2025